უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში დაუნინგ სტრიტზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოგვიანებით შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი დაესწრება. შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც გერმანიაში დაგეგმილი მოკავშირეთა სამიტი გადაიდო.
„რამშტაინში“ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტი აშშ-ში მოსალოდნელი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გააუქმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ხორვატიაში იმყოფებოდა, პარასკევს კი ის რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. იგეგმება ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაც.