დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. განმარტებულია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ხელს უწყობს დემოკრატიის უკუსვლას, რის გამოც ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები შემოიღოს.
ტექსტში განმარტებულია, რომ კანონების ფასეულობები შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ გაგებით მისცა, რომ 2023 წლის რეკომენდაციებზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა.
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულ თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთისადმი ევროკავშირის სტრატეგიასთან.