ომი ახლო აღმოსავლეთში

06 ოქტომბერი 2024, 19:47 64 ნახვა

ისრაელის მორიგი თავდასხმა ლიბანის დედაქალაქზე. თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში გვიან ღამით მიიტანეს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებით წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში განახორციელეს.

აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლა“ თავს იარაღსა და წარმოების ობიექტებს აფარებს. რაც ძირითადად ქალაქის ცენტრსა და საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ არის თავმოყრილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში