ჩვენ წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა არ წყდება - ილჰამ ალიევი ამერიკას აკრიტიკებს

06 ოქტომბერი 2024, 12:36 301 ნახვა

ჩვენ წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა არ წყდება - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამერიკას აკრიტიკებს.

ალიევის თქმით, როდესაც აშშ-ს აზერბაიჯანი სჭირდება, მის წინააღმდეგ სანქციებს აუქმებს, ხოლო, როცა აღარ სჭირდება, სანქციებს, კვლავ, აღადგენს.

„დღეს დილით შემატყობინეს, რომ 60-მა პროსომხურმა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ს მთავრობას მიმართა, მოუწოდა დააწესონ მორიგი სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა არ წყდება. ვვარაუდობ, რომ ავტორი და ადრესატი ერთი და იგივეა, რადგან სანქციები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზეა. თუმცა, უმცირესი ეჭვიც არ მაქვს, რომ ის იქვეა დაწერილი, სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

ამერიკამ 1992 წელს, მაშინ, როდესაც მიწებს ვკარგავდით, ჩვენ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შემდეგ 2001 წელს სანქციები გაუქმდა. რატომ? იმიტომ, რომ დაიწყო მათი საოკუპაციო საქმიანობა ავღანეთში, დამპყრობლური ომი და ჩვენ მათ ვჭირდებოდით. ვიდრე ავღანეთში იყვნენ, ეს სანქციები ყოველწლიურად იცვლებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ. როგორც კი ავღანეთიდან გაიქცნენ, თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ, ჩვენ წინააღმდეგ ისევ სანქციები დააწესეს. შეიძლება ასეთი უმადურობა?! ანუ როდესაც გჭირდებოდით, აუქმებდით სანქციებს, როდესაც აღარ დაგჭირდით, კვლავ, აღადგინეთ.

 

ამასთან, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ, რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?“, – განაცხადა ალიევმა.

აშშ-მა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა. აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით, აშშ-ის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსმა და კონგრესის 75-მა წევრმა მიმართეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი