ისრაელმა ლიბანს შეუტია

06 ოქტომბერი 2024, 10:51 110 ნახვა

ისრაელმა, გუშინ ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან.

„საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა, დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში, რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის, წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიის მოსახლეობა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

როგორც ისინი აცხადებენ, „ჰეზბოლა“ იარაღსა და წარმოების ობიექტებს ბეირუთის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ ათავსებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ შეტევას და ზიანის მიყენებას ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში