ვარძიის ტერასების დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საერთო ბიზნესის განადგურებასა და წილების წართმევაში ადანაშაულებს. ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში ვაზის ტერასების ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა, ამბობს, რომ პარტნიორებმა ვარძიის ტერასების დირექტორის პოსტიდან უმიზეზოდ გადააყენეს.
დაწყებულია დავა, საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს. თავად ბრალდების ადრესატები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, გიორგი ნათენაძეს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხეს.
პარტია ლელოს წევრი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნათენაძემ მას თავად მოუყვა ე.წ წართმევის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მას ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.