ტაივანში ხანძარმა 6 ადამიანი იმსხვერპლა

03 ოქტომბერი 2024, 09:08 574 ნახვა

ტაივანში, პინგტუნგის რაიონში საავადმყოფოში გაჩენილ   ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 12 პირი.  ინციდენტი მოხდა მაშინ,  როცა ჯანდაცვის სამინისტრო  სუპერტაიფუნ კრატონის გამო პაციენტების სხვა დაწესებულებებში ევაკუაციაზე მუშაობდა.  

ქვეყნის  სამხრეთ-დასავლეთ  ნაწილში  1-ელი კატეგორიის ტაიფუნმა მთავარ საპორტო ქალაქ კაოსიუნგს გადაუარა. ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კოკისპირული წვიმის, ძლიერი ქარის,  ქარიშხლისა და შტორმის  გამო  სახლში დარჩენილიყო.

სტიქიამ გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაგლიჯა ხეები და სახლებს სახურავები გადახადა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი