„საქართველოში 600 000-მდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს“, - ეს საყოველთაო ჯანდაცვის ახალ პროგრამაშია გაწერილი.
ჯანდაცვის მინისტრი, პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. დავით სერგეენკოს განმარტებით, საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხანგრძლივად, ან მუდმივად ესაჭიროებათ.