25 ადამიანი დაიღუპა ტაილანდში, სასკოლო ავტობუსში ხანძრის გაჩენის შედეგად. გავრცელებული ცნობით, მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. დაშავებულია 16 მოსწავლე და 3 მასწავლებელი, ასევე რამდენიმე პირი დაკარგულად ითვლება.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.