რუსულმა ძალებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს

30 სექტემბერი 2024, 10:19 190 ნახვა
 
 

რუსულმა ძალებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ყველა დრონი მოიგერიეს. გავრცელებული ცნობით, უკრაინის დედაქალაქში დრონებით იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის  განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 153 საბრძოლო შეტაკება მოხდა. 

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგემ ყველაზე მეტი შეტევა პოკროვსკოეს და კურახოვსკის მიმართულებით განახორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი