ისრაელის არმიამ ღამით გააგრძელა დარტყმები ლიბანის სამხრეთში, ჰეზბოლას ობიექტებზე - არმიის ცნობით, იერიშები განხორციელდა ათობით სამიზნეზე, მათ შორის სარაკეტო მოწყობილობებზე და საბრძოლო მასალების საწყობებზე. ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ორგანიზაციის ვეტერანი ლიდერი, ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს მოკლეს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად. დარტყმების შედეგად მოკლულია ჯგუფის კიდევ ერთი მეთაური.