ურეხის სოციალურ სახლის საბინაო ფონდით 15 ოჯახი დაკმაყოფილდება. ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო. შესაბამის დოკუმენტაციას სპეციალური კომისია 1 მაისიდან განიხილავს, 23-ბინიანი კორპუსის მშენებლობა კი 2 თვეში დასრულდება.
დარჩენილი 8 ბინა განცხადებების განხილვის შემდეგ გადანაწილდება.
ეკომიგრანტებმა ბინები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, 50-ბინიან სოციალურ სახლში მიიღეს. განცხადებების სიმრავლის გამო, 15 ოჯახი უბინაოდ დარჩა. მათ საცხოვრებელი ფართი ურეხში გადაეცემათ.