ტრადიციული მრავალხმიანობის მეთორმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისში - მასში მსოფლიოს 20 ქვეყნის 52 მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის, 35 - უცხოეთიდან. სიმპოზიუმი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ საზეიმოდ დაიხურა ერთი ხეობის ფოლკლორი - მარეთის კონცერტით.
მანამდე უცხოური, ქართული სტუდენტური და ბავშვთა ანსამბლების კონცერტები ჩატარდა. წლევანდელი სიმპოზიუმის ფარგლებში შვეიცარიელი ეთნომუსიკოლოგისა და რეჟისორის ფილმის „ტრადიციის მიღმა“ და ბრიტანელ-გერმანელი რეჟისორის დან შატის ფილმის „დალი და მონადირე“ ჩვენებები გაიმართა .