ინდონეზიაში ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

28 სექტემბერი 2024, 12:00 178 ნახვა

11 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიის  დასავლეთ სუმატრის პროვინციაში უკანონო ოქროს  მაღაროს ჩამონგრევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  ნგრევა  ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა   მეწყერმა  გამოიწვია. ინდონეზიაში მინერალური რესურსების მცირემასშტაბიანი და უკანონო მოპოვების  მცდელობები ხშირად უბედური შემთხვევებით სრულდება. ეს საბადოები ქვეყნის შორეულ რაიონებში ხელისუფლებისთვის ძნელად დასარეგულირებელ პირობებში მდებარეობს.

უკანონო ოქროს  მაღარო სოლოკის რაიონში ხუთშაბათს საღამოს მეწყერის შედეგად ჩამოინგრა. პოლიციამ, სამხედროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ  დაკარგულების ძებნა ამ დილით დაიწყეს. ადგილობრივი სამძებრო-სამაშველო სააგენტოს მონაცემებით, მაღაროში 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 11 დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში