წყალმომარაგების პროექტები სამცხე-ჯავახეთში

27 სექტემბერი 2024, 09:01 165 ნახვა

წყალმომარაგების  მასშტაბური პროექტები  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით რეგიონში 12  პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება  300 მილიონი ლარია. აღნიშნული პროექტები  ეტაპობრივად, 2024-2027 წლებში დასრულდება  და ჯამში, 55 500-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორისაა ქალაქ ბორჯომის წყალმომარაგების პროექტიც. მიმდინარეობს სამუშაოები ბაკურიანისა და წაღვერის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობის მიმართულებითაც. ქალაქ ახალციხეში შენდება სატუმბო სადგური და რეზერვუარი,  რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელს.

სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს დაბა ადიგენში,  აბასთუმანში  ეწყობა სერვის-ცენტრის შენობა და  წყალარინების ლაბორატორია.

ქალაქ ნინოწმინდასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მიმდინარეობს  წყალმომარაგების სხვადასხვა  სამუშაო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში