„ტურიზმი და მშვიდობა“ - საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.
ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პროგრამა ხვალ და ზეგ აჭარაშია დაგეგმილი.
დღევანდელი ღონისძიება ცოტა ხნის წინ თბილისში საქართველოს პრემიერმა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გახსნეს.