დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

27 სექტემბერი 2024, 10:10 191 ნახვა
 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდება.

გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლების დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი