უვიზო რეჟიმი ჰონგ-კონგთან

26 სექტემბერი 2024, 10:44 185 ნახვა

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაჰყონ რეგიონში 30 დღე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში