შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციის აკადემიაში ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრთან ერთად ტურნირზე იმყოფებოდნენ ასევე მისი მოადგილეები - იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე.
სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შიდა ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის 170-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო წესების მიხედვით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მსაჯთა კოლეგიამ გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებას პერიოდულად მართავს.