დაპირისპირება ისრაელსა და ჰესბოლას შორის

25 სექტემბერი 2024, 20:21 240 ნახვა

თელ-ავივზე „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი და მას შემაშფოთებელი უწოდა.

ჯონ კირბის თქმით, ეს იმის დასტურია, რომ ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერლი ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მომდინარე ლეგიტიმური საფრთხის წინაშე დგას. თავის მხრივ განცხადება გაავრცელა ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც აბდალა ბუ ჰაბიბმა აღნიშნა, ის უკმაყოფილობა ლიბანსა და ისრაელს შორის მზარდი კრიზისის შესახებ შეერთებული შტატებისა და მისი პრეზიდეტის განცხადებების გამო.

დაამატა, რომ აშშ ახლა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზე გავლენა იქონიოს. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტი სამიზე ობიექტი დაბომბეს.

 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი