საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესის მიზანია კულტურისა და ისტორიის დაცვა და პოპულარიზაცია.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო.
შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქართული ენისა და კულტურის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.