23 სექტემბერი ჟესტური ენის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ბათუმში, მასში სმენის არმოქნე პირები მონაწილეობდნენ. მათი ორგანიზებითა და ჩართულობით სპეციალური პროგრამა მომზადდა, რომელიც მუსიკალურ და გასართობ აქტივობებს მოიცავდა.
ღონისძიების მიზანი ჟესტური ენის პოპულარიზაცია და ამ კუთხით მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებაა.
შეხვედრის ორგანიზატორები აქცენტს აკეთებენ იმ ბარიერებზე, რომლებიც სმენის არმოქნე ადამიანებს განათლების მიღების, კომუნიკაციისა და ზოგადად, საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში ექმნებათ.