საერთაშორისო კონფერენცია

23 სექტემბერი 2024, 10:50 249 ნახვა

‘’თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში 7‘’ -  ბათუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მასში ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების 40 მკვლევარი მონაწილეობს. 

საერთაშორისო ფორუმზე მკვლევარები ერთმანეთს  თარგმანმცოდნეობის, კორპუსლინგვისტური, ემპირიული კვლევებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ აკადემიურ გამოცდილებას უზიარებენ.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევებს ცენტრისა და ჰილდერშეიმის უნივერსიტეტის მთარგმნელობითი კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში