დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით - დიმიტრი პესკოვი

22 სექტემბერი 2024, 20:56 193 ნახვა

დასავლეთი შეპყრობილია რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით, - ასე ეხმაურება, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

სტოლტენბერგის თქმით, კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ესკალაციისკენ მიმავალი წითელი ხაზი არ გახდება.

„უპირველეს ყოვლისა, ისინი შეპყრობილნი არიან ჩვენთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით. ეს აკვიატება ყველაში განსხვავებულად იჩენს თავს“, - აღნიშნა პესკოვმა.

იენს სტოლტენბერგი გამოცემა Times-თან ინტერვიუში გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ დასავლეთი პირდაპირ ებრძვის რუსეთს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი