სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა ტაბასში მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, თუმცა მაშველებს ხელს უშლის მაღაროში დაგროვებული მეთანი. სახელმწიფო მედიის ცნობით, ტრაგედიის დროს მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა ოჯახებს უკვე გამოუცხადა სამძიმარი ირანის პრეზიდენტმა.