ცვლილება „გამჭვირვალობის კანონში“ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში - იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, უწყება მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აღარ ითხოვს დასაქმებულთა პირად ნომრებს.
ბრძანება რატი ბრეგაძემ 20 სექტემბერს გამოსცა და უკვე ამოქმედებულია. შეგახსენებთ, კანონი პრეზიდენტს, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს უკვე გასაჩივრებული აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში.