ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა. მან შეხვედრის მონაწილე - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს.