გერმანია სახმელეთო კონტროლს ამკაცრებს

16 სექტემბერი 2024, 13:08 244 ნახვა

გერმანიამ თავის სახმელეთო საზღვრებზე  გაძლიერებული კონტროლი დაიწყო, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის დაძლევა და საზოგადოების დაცვაა ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა ისლამური ექსტრემიზმი.

გერმანიის უახლოესი მოკავშირის საფრანგეთის მოსაზღვრე კელის გადასასვლელზე  გერმანიის სასაზღვრო პოლიცია საგულდაგულოდ აკონტროლებს  მგზავრთა გადაადგილებას.

არალეგალური მიგრანტების გამოსავლენად სამართალდამცველები ავტომობილებს ამოწმებენ. გასულ კვირას 15 სირიელი  დააკავეს მატარებელში, რომლებიც გერმანიაში  საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგიდან აპირებდა შესვლას.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონტროლი თავისუფალი გადაადგილების ფართო  - ევროპის შენგენის ზონაში  ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში