კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

15 სექტემბერი 2024, 11:59 242 ნახვა

კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის რიგით მერვე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024,  დასრულდა. იგი ტრადიციულად წელსაც ბათუმში გაიმართა. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, საშუალება ქონდათ სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე და ვორქშოპებზე თვალი მიედევნებინათ.

ფესრივალი საერთაშორისოა და წელსაც ისევე როგორც გასულს წელს 1300 ზე მეტი სტუმარი და მონაწილე  ჰყავდა. კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრნენ.  მათი ნამუშევრები 20 ქვეყნიდან მოწვეულმა 29  ჟიურის წევრმა შეაფასა. გამარჯვებულები საზეიმოდ ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე დაჯილდოეს. გამარჯვებულებს შორის როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მოხვდნენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი