74-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი მიანმარში სადაც მესამე დღეა წყალდიდობას ებრძვიან. სახელმწიფო მედიის ცნობით განადგურებულია 5 კაშხალი და 65 ათასზე მეტი სახლი. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. სულ მცირე 89 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამინდის გაუარესება გამოიწვია ტაიფუნმა „იაგიმ“, რომელიც აზიას დაატდა თავს და ასობით ადამიანი იმსხვერპლა ვიეტნამსა და ტაილანდში.