თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - დიმიტრი მედვედევი

14 სექტემბერი 2024, 12:44 211 ნახვა

თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამზე“ წერს.

მედვედევის თქმით, რუსეთი არ იყენებს ბირთვულ იარაღს მოწინააღმდეგის შეტევებზე საპასუხოდ, რადგანაც აცნობიერებს ასეთი კონფლიქტის საფრთხესა და შეუქცევადობას. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით მოსკოვი მოთმინებას იჩენს, თუმცა, ის შეიძლება ამოიწუროს.

„რას ფიქრობენ დასავლელი უფროსები და მათი ომში გართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის რეაქციაზე „ტერიტორიის სიღრმეში“ შესაძლო სარაკეტო დარტყმებზე? აი, რას: რუსები ბევრს საუბრობენ მასობრივი განადგურების იარაღით პასუხის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ „სიტყვიერი ინტერვენციებია“. რუსები ზღვარს არ გადაკვეთენ. ისინი უბრალოდ გვაშინებენ. ბირთვული კონფლიქტი მათთვის არაფრის მომცემია, მათ შეიძლება უფრო მეტი დაკარგონ, მათ შორის, გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა. და საერთოდ, ვის სჭირდება აპოკალიფსი? და ა.შ.

 

სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ მიღებულა გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ (არასტრატეგიული ან, მით უმეტეს, სტრატეგიული). რუსეთი მოთმინებას იჩენს, რადგან, ცხადია, ბირთვული პასუხი უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა შეუქცევადი შედეგებით. თუმცა გაბღენძილ ანგლო-საქს კაცუნებს არ სურთ ერთი რამის აღიარება: ნებისმიერ მოთმინებას აქვს დასასრული“, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი