რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

13 სექტემბერი 2024, 13:40 204 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო და შეუძლია ახლავე დაასრულოს. კირ სტარმერი შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენთან შესახვედრად გაემგზავრა და თვითმფრინავში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში.

ასევე მან განცხადება პუტინის სიტყვების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის უფლებას მისცემენ, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტში დასავლეთის უშუალო მანიშნებელი იქნება.

პრემიერის თქმით, ისინი რუსეთთან რაიმე კონფლიქტს არ ეძებენ, მაგრამ რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი და უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, მოკავშირეები კი ამის საშუალებას აძლევენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში