უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

12 სექტემბერი 2024, 09:15 216 ნახვა

„გამარჯვების გეგმამ“ შესაძლოა რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაზე განაცხადა.

საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინამ ეს გეგმა თავის მოკავშირეებს მეორე სამშვიდობო სამიტის წინ წარუდგინოს.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს  თვის ბოლოს წარუდგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში