ილია დარჩიაშვილი კანადის ელჩს შეხვდა

10 სექტემბერი 2024, 17:29 265 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში კანადის დანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), კევინ ჰამილტონს შორის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი. უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

„შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა კევინ ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი