საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება - ჰარვეი

09 სექტემბერი 2024, 17:52 205 ნახვა

საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში.

„გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. პარალელურად, ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაფართოების პოლიტიკა დარჩეს სანდო, პროგნოზირებადი, დინამიკური. ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი