უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 164 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 5 სამხედრო შეტაკება მოხდა ვოლჩანსკის, ტიხოისა და სტარიცას მიდამოებში.
თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმის მოქმედებები სინკოვკაზე, სტეპნაია ნოვოსელოვკაზე, ლოზოვაიაზე, სტელმახოვკაზე, მიასოჟაროვკაზე და გლუშკოვკას მიმართულებით.
დრონებით შეტევა განხორციელდა კიევზე. უკრაინის დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყველა დრონის ჩამოგდება შეძლეს.
გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ, სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ 11 დარტყმა მიაყენეს იმ ტერიტორიებს, სადაც იყო კონცენტრირებული პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.