ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც დასაწყისია დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას წარმატებები უნდა მოუტანოს - პრემიერი

06 სექტემბერი 2024, 14:51 310 ნახვა

რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის ისტორიული, როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისს და იმერეთის მხარეს აქვს განსაკუთრებული აკადემიური ტრადიციები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, შექმნა, არის ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება.

„რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს.

 

უნივერსიტეტმა უკვე შექმნა თავისი მაღალი რეპუტაცია, მის შესახებ, ბუნებრივია, ძალიან მაღალ ტონალობაში შეიძლება უკვე საუბარი იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში დაგროვდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისს და იმერეთის მხარეს აქვს განსაკუთრებული აკადემიური ტრადიციები, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. ძალიან დიდი ფესვები აქვს, დიდი ისტორია აქვს აკადემიურ ტრადიციებს ამ ქალაქში და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, შექმნა, არის ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება.

 

4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი თანდათანობით ვითარდებოდა, თანდათანობით ფართოვდებოდა და დღეს, ჩვენ ვხედავთ უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არის შექმნილი. რა თქმა უნდა, უნიკალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სასწავლო პროგრამები, რომლებიც თანდათანობით ვითარდება და ფართოვდება. წელს სრულდება, დამატებით, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, 27 000 კვ.მ. ფართობის შენობა - ნაგებობები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის რესურსების გაფართოებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება, ქვეყანას სახელს გაუთქვამს, როგორც კი მშენებლობა დასრულდება და კვლევითი პროგრამების განხორციელება დაიწყება.

„ეს არის ძალიან რეზონანსული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს დასრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ის კვლევითი პროგრამები, რომელიც განხორციელდება ადრონული ცენტრის მიერ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ინფრასტრუქტურითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი