ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება

06 სექტემბერი 2024, 14:29 277 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება. მათ შესაბამისი სერტიფიკატები სასწავლებლის  რექტორმა და  განათლების  მინისტრმა  გადასცეს.  

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა ირაკლი კობახიძემ.

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში სამახსოვრო სურათები გადაეღოთ.

გამოსაშვები ცერემონიის დაწყებამდე, სტუმრებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენებული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი