აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ჰამასის“ ლიდერს იაჰია სინვარსა და დაჯგუფების კიდევ ხუთ წევრს 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. მათ ბრალად ედებათ ასევე „შეთქმულება ტერორისტული აქტების მატერიალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რამაც გამოიწვია სიკვდილი“.
აშშ-ის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, „ჰამასის“ წევრებმა დახოცეს მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები.
გენერალურმა პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასმა" მოკლა 1200-ზე მეტი ადამიანი და განახორციელა ებრაელების ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული პირების ნაწილი გარდაცვლილია.