შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ

03 სექტემბერი 2024, 11:00 302 ნახვა

29 სექტემბრიდან ესპანეთში კანონიერად მცხოვრებ ქართველებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეეძლებათ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა ესპანეთში. გადაწყვეტილება „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე  მიიღეს.შეთანხმებასთან დაკავშირებით დეტალური  ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, თუმცა  მართვის მოწმობის  გარკვეული კლასების მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში