"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სახლი ავრცელებს და ამბობს, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საქართველოს 30 ქალაქში არსებულ ფილიალებს ხვალ, დღის ბოლომდე მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია, სავალდებულოა ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება.