ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე, 31 აგვისტოს 23:00 საათიდან 1 სექტემბრის 06:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება

31 აგვისტო 2024, 16:48 143 ნახვა

31 აგვისტოს 23:00 საათიდან 1 სექტემბრის 06:00 საათამდე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში