საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს

07 აპრილი 2017, 00:00 3329 ნახვა

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მომხდარ ინციდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. უწყება ინფორმაციას თურქ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. 


“ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებისთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 6 საათზე, საქ. მოქალაქემ ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციითვე როგორც თურქი პოლიციელი ასევე საქართველოს მოქალაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხებიან პროკურატურაში. საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული რათა გამოძიების პროცესი წარიმართოს საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი