წყალდიდობას იემენში მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 24 ადამიანი, 17 პირი კი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ და 3 კაშხლის ჩამონგრევამ გამოიწვია.
განადგურებულია 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაზარალდა 1 020 ოჯახი. ადგილობრივები მძიმე ვითარების შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ წყლის ბარიერებმა მოქალაქეების სახლები წაიღო, ჩამოწოლილია მეწყერიც.