ეს უდიდესი პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს, - განაცხადა იმერეთის ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.
„მთელი გუნდით წავალთ იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი - ეროვნული იდენტობა, სუვერენიტეტი, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება. პრიორიტეტია ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. როგორც იცით ეკონომიკაში ზრდა გვაქვს, ეს მიმართულება გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს“, - აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
იმერეთს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს. ლევან ზალკალიანი თანამშრომლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა.