„ მოგზაურობა ბავშვობაში“

28 აგვისტო 2024, 19:57 454 ნახვა

“მოგზაურობა ბავშვობაში“ _ ამ სახელწოდებით მუსიკალურ საღამოს ბათუმი მასპინძლობს. კონცერტი ხვალ საზაფხულო თეატრში გაიმართება და მასში ცნობილი ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტზე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ დამუშავებული სიმღერების ახალი ვერსიები შესრულდება.

მუსიკალური ნომრები სპეციალურად პროექტისთვის მომზადდა და ის  ყველა თაობის მაყურებელზეა გათვლილი. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მაყურებელს რეპერტუარს საბავშვო სიმღერისა და ანიმაციის ისტორიებით გააცნობს. პროექტის მხარდამჭერია ბათუმის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში