ბათუმში, წერეთლის N19-ში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის კომერციულ ფართში გაჩნდა, სადაც ფეხსაცმლის მაღაზია-საწყობია განთავსებული. მეხანძრე მაშველებმა ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას კორპუსი დროებით დაატოვებინეს.
ადვილად აალებადი მასალის გამო ცეცხლი ფართს მალევე მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.