პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა დასრულდა, ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვის შეფასებები მიმდინარეობს. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტის გამოსვლა კრიტიკული იყო. "ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო, ყველა პრობლემას შეეხო, რაც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს.
ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევნებზეც. პრინციპში ჩვენ ვიცოდით მისი პოზიცია და ჩვენს პოზიციასთან თანხვედრაშია. პრეზიდენტი არის კორექტული და ცივილური ადამიანი, იყო კრიტიკა მთავრობის მიმართულებით, თუმცა ხაზგასმით იყო აღნიშნული რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას მიჰყვება.
რაც შეეხება ეკონომიკურ აქცენტებს, ვფიქრობ პრეზიდენტის უნდა ქონდეს უფრო კონკრეტულ ხედვები ეკონომიკის მიმართულებით და რასაც შეუძლია გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა მამუკა ჩიქოვანმა.