გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება

07 აპრილი 2017, 00:00 1512 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არ შეიძლება. "პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე" - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

პრეზიდენტის თქმით, ამ სულისკვეთებით დაიწყო კამპანია “კონსტიტუცია ყველასია”, იმისთვის რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში.

"იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი.საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელი და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში" - განაცხადა  მარგველაშვილმა.

.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი