უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი და ათობით ავტომობილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გუშინ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 დრონი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 ოლქი.. თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისთვის პასუხს ამზადებს.